დღეს ევროკავშირმა უკრაინას დამატებით 1 მილიარდ 500 მილიონი ევრო გამოუყო, რაც მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია.
ზემოხსენებული თანხა უკრაინის აღდგენაზე და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე უნდა დაიხარჯოს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინის მხარდაჭერის ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც 2027 წლამდე ქვეყნისთვის დამატებით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.