მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის წილი მცირდება - I კვარტლის მონაცემები

64a426aad2582
მარიამ ვარადაშვილი
04.07.23 18:12
996
Eurostat-ის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში ევროკავშირში ენერგომატარებლების იმპორტი შემცირდა.

კერძოდ, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 9.2%-ით არის შემცირებულია იმპორტირებული ენერგორესურსების ღირებულება, ხოლო 3%-ით - რაოდენობა.

შემცირებულ რაოდენობას უკრაინის ომი განაპირობებს, რადგან ომის დაწყებიდან მალევე ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტით შეზღუდა რუსეთთან ნავთობისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობა. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტლიდან რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტში თანდათან მცირდება. გარდა ამისა, გასული წლის დეკემბრიდან ძალაში შევიდა რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტზე დაწესებული როგორც ემბარგო, ასევე ზღვრული ფასი, რომელიც ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ევროკავშირთან ერთად ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა.

ეს შეზღუდვები უკვე აისახა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე. თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ნავთობპროდუქტების იმპორტში რუსეთს ყველაზე დიდი 26%-იანი წილი ეკავა, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 3.2%-მდე შემცირდა. სანაცვლოდ გაიზარდა ნორვეგიის, საუდის არაბეთისა და აშშ-ის წილი.

იგივე ვითარებაა ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით. თუ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო და მისი წილი თითქმის 40%-ს აღწევდა, პირველ კვარტალში რუსეთის წილი 21.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და მისმა წილმა 17% შეადგინა. მაშინ როცა ნორვეგიის წილი 8%-ით გაიზარდა და მისმა წილმა 46% იყო. ევროკავშირში რუსეთის წილი თხევადი გაზის LNG-ის იმპორტში შემცირდა. კერძოდ, 2022 წლის პირველ კვარტალში მისი წილი 18%-ს აღემატებოდა და ევროგაერთიანების ნომერ მეორე მიმწოდებელი იყო და მხოლოდ აშშ-ის ჩამოუვარდებოდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთის წილი თითქმის 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, მაშინ როცა კატარისა და ნორვეგიის წილი გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები