მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების გეგმა წარადგინა

63185cc4d34ad
გიორგი თოლორდავა
07.09.22 13:14
673
ევროკომისიამ რუსეთის ფედერაციასთან არსებული სავიზო რეჟიმის გამკაცრების გეგმა წარადგინა, რომელიც პროცედურული მოთხოვნების გართულებას და მომსახურების საფასურის ზრდას ითვალისწინებს.

ევროკომისარ ილვა იოჰანსონის განცხადებით, რუს აპლიკანტთა განაცხადის განხილვის პროცესი 10-დან 45 დღემდე გაიზრდება. ვიზის მიღება 35 ევროდან 80 ევრომდე გაძვირდება, რუსი მოქალაქეების მიმართ მოთხოვნები და მონიტორინგის პროცედურა კი გამკაცრდება.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობდნენ. მიმდინარე წელს კი დღის წესრიგში დადგა აღნიშნული შეთანხმების გაუქმების და რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების საკითხი.

„ევროკავშირში ტურისტული მოგზაურობა არ წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, ეს პრივილეგიაა. ამჟამად არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ჩვენი ნდობითა და ამ პრივილეგიით ისარგებლონ“, - განაცხადა ევროკომისარმა იოჰანსონმა.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ წარდგენილი გეგმა არ ითვალისწინებს რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას - ის ვიზების მიღების პროცედურის გართულებაზე და მონიტორინგის პროცესის გამკაცრებაზეა მიმართული.

გარდა შეზღუდვებისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებსა და პასპორტებს ევროკავშირის სასაზღვრო სისტემა აღარ აღიარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები