ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ამჟამად მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 56 ევროს შეადგენს, რაც ორწლიანი მინიმუმია. ერთთვიან ჭრილში გაზის ფასი ევროპაში 48%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლიან ჭრილში ბუნებრივი აირი 27%-ითაა გაიაფებული.
ევროპული გაზის ბენჩმარკის გარდა, მკვეთრადაა შემცირებული ბრიტანული ბუნებრივი აირის ფასიც, კერძოდ, ერთთვიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 50%-ს აღწევს.
ბოლო პერიოდში გაზის გაიაფება პირდაპირ კავშირშია ევროპის მასშტაბით ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებასთან, როგორც ჩანს, მიმდინარე ზამთარი მოსალოდნელზე უფრო ნაკლებად ცივი იქნება, რაც გაზზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის სტრატეგიული რეზერვები თითქმის სრულადაა შევსებული, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი გერმანია თხევადი გაზზე ადაპტირდნენ, LNG-ის იმპორტის ზრდა კი ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს.