მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში საექსპორტო მიმართულებით მოლაპარაკება უკვე აქტიურად მიმდინარეობს - "მკისას" გეგმები

6416a387ee21a
ალა ისპირიანი
19.03.23 10:00
1832
„მკისა“ ზაფხულის ბოლოს ნუშის პირველ მოსავალს აიღებს. Მოსავლის აღების დეტალებისა და საექსპორტო გეგმების შესახებ, Bm.ge კომპანიის დირექტორს, გიგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა

მისი თქმით, კომპანიის გეგმების ერთ-ერთი ნაწილი საკუთარი წარმოების მოწყობაა, სადაც ნუშის გარჩევა, მოხალვა და დამარილება მოხდება. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროდუქტი „მკისას“ ბრენდის ქვეშ შეიფუთება და ექსპორტზეც და საქართველოშიც წარმოდგენილი იქნება, როგორც 100% ნატურალური და ქართული.

„ზაფხულის ბოლოს მკისა ნუშის პირველ მოსავალს აიღებს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ბევრი შრომის, კვლევის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ ვუახლოვდებით იმ შედეგს რაც თავიდანვე მიზნად დავისახეთ. Როგორც იცით, ამჟამად ჩვენი ბაღი, რომელიც მდებარეობს ბოლნისში, გაშენებულია 40 ჰა-ზე, თუმცა Წელს ველოდებით მოსავალს 10 ჰა ბაღიდან, რადგან 30 ჰა ჯერ კიდევ შარშან დავამატეთ. Ხოლო მომავალ წელს კი - სრულად 40 ჰექტრის მოსავალს მივიღებთ.

ჩვენი მიზნებიდან და ტემპებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარალელურად მოხდება ნუშის ბაღის გაფართოება და სულ მალე 100 ჰა-ს ავითვისებთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის სოფლის მეურნეობის პროექტები და მით უმეტეს, ექსპორტის განვითარება. Ჩვენ აქტიურად ვესწრებით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენას და ბევრ ექსპორტიორს სურს "მკისასთან" შეხვედრა და თანამშრომლობა“, - განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ. 

მისივე თქმით, კომპანია პოტენციურ ნუშის საექსპორტო ბაზრებზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

"ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია საკუთარი წარმოების მოწყობა, სადაც მოხდება ნუშის გარჩევა, მოხალვა, დამარილება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი შეიფუთება მკისას ბრენდის ქვეშ, შესაბამისად ექსპორტზეც და საქართველოშიც მკისას პროდუქტი წარმოდგენილი იქნება, როგორც 100% ნატურალური და ქართული, რაც ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკაში, Ექსპორტი კი ზრდის ქვეყნის დოვლათს. Ასევე ევროპაში ექსპორტის საშუალებით ხდება რისკების დივერსიფიკაცია და ბაზრის გაფართოება. მაგალითად თავიდანვე, როდესაც ნუშის გარშემო კვლევას ვატარებდით, ვნახეთ ქვეყნები სადაც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ნუშზე და შესაბამისად ახლაც ამ ქვეყნებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები