მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან ფრთხილობენ - "კოსტე"

61cb1b1781d79
ანუკა ჯოხაძე
29.12.21 10:15
799
ტურისტული კომპანიების და სასტუმროების წარმომადგენლების შეფასებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურისტები დღეს საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ორჯერადად ზრდასრული მოსახლეობის 40%-მდეა აცრილი.

სასტუმრო „კოსტეს“ დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით ფრთხილები ამ საკითხში ევროპელი ტურისტები არიან.

მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება ერთადერთი გამოსავალია, თუმცა მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ ევო
თამარ ბაღადავაძე ამობს, რომ „მწვანე პასპორტების“ სისტემა ყველა სექტორზე უნდა გავრცელდეს, მათ შორის სალონებსა და სავაჭრო ცენტრებზეც.

„როდესაც ევროპაში 65%-ზე მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, თავს შეიკავებ ჩახვიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ დიდი საფრთხეა, რადგან ვაქცინაციის მაჩვებელი არის ძალიან დაბალი, ამიტომ ევროპიდან შემომსვლელი ფიქრობს, ფრთხილობს და თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისგან. უფრო მეტად მაინც რუსეთიდან შემოდიან ტურისტები, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენები არ არის. ასევე შემოდიან უკრაინელი ტურისტები. ვიზიტორების ნაკადის მაღალი მაჩვენებელია ისრაელიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან“, - აცხადებს სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები