მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპელი ტურისტების 70%-მა საქართველოში ჯავშნები გააუქმა“ - საიდან ელის ქვეყანა ტურისტებს

626aacd919788
ვიქტორია მღებრიშვილი
30.04.22 18:16
17051
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი რეგიონში მიმდინარე ომის პირობებში საქართველოში ტურისტული სეზონის დატვირთულობის მოლოდინებზე საუბრობს და ამბობს, რომ ომის გამო ევროპელი ტურისტების 70%-მა საქართველოში ჯავშნები გააუქმა.

BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროების მმართველი შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან ტურისტული ნაკადები დიდი არ არის და ქვეყანაში მხოლოდ ისინი შემოდიან ვისაც აქვს საკუთარი ბინები აქვთ, ან ბინის დაქირავებას ამჯობინებენ, რაც ტურისტულ ნაკადში ვერ ჩაითვლება. ის 2022 წლის აქტიურ ტურისტულ სეზონზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების დაგეგმვას არ ელის.

„არის მოსაზრება, რომ რუსეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი შემოვა, რადგან სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. ამ ეტაპზე ვინც შემოვიდა რუსეთიდან ყველამ ბინები დაიქირავა, მეორე - ამბობენ, რომ ბათუმი სავსეა ტურისტებით, სინამდვილეში ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის სახლებში ჩამოდიან და იქ ცხოვრობენ. მათი რაოდენობა 30 000 ასცდა, ეს ქვეყნისთვის ვიზიტორად ითვლება, თუმცა ტურისტული ნაკადი სხვა არის ჩვენთვის. ჩემი აზრით, საქართველოში ტურისტული ვიზიტით ჩამოსვლის გადაწყვეტილებას 3-4 დღით ადრე მიიღებენ და არა წინასწარ დაგეგმილად. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ტურისტები წინაწარი ჯავშნებისგან თავს შეიკავებენ“, - განმარტავს შალვა ალავერდაშვილი.

სასტუმროების მმართველი და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი ამბობს, რომ წელს ყველაზე დიდი ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და გალფის ქვეყნებიდან იქნება.

„ჩვენი გათვლები, რომელსაც იანვარ-თებერვალში პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით ვაკეთებდით, მართლა ასე მოხდა - ფრენების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია და 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. ძალიან ბევრი ადამიანი მონატრებულია დასვენებას და მოგზაურობას იწყებს, თუმცა ახალი გამოწვევა გვაქვს რეგიონში, ვიმედოვნებთ უკრაინაში მიმდინარე ომის დროულად დასრულებას და ოკუპანტებისგან სრულად განთავისუფლებას. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებას ომი ხელს დიდად არ შეუშლის, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ევროპელი ტურისტების 70%-მა საქართველოში ომთან მიმართებით შიშის გამო ჯავშნები გააუქმა. ამ დროს ძალიან გააქტიურდა ისრაელი და გალფის ქვეყნები და საკმაოდ დიდი შემოდინება გვექნება ამ მიმართულებიდან“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები