მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს, სავარაუდოდ, 0.25%-ით გაზრდის

6437c4bc49aed
გიორგი თოლორდავა
13.04.23 13:22
1145
მაისში დაგეგმილ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების ძირითად განაკვეთს, სავარაუდოდ, 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდის, ნაცვლად 0.50 პპ-ისა.

Reuters-ის წყაროების ცნობით, ECB-ის კომიტეტში კონსენსუსი თითქმის მიღწეულია და ევროპის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი მონეტარული პოლიტიკის შედარებით შემსუბუქების სტრატეგიაზე სწორედ მომავალი თვიდან გადაერთვება.

ცნობისთვის, წინა შეხვედრებზე ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის მასშტაბით რეფინანსირების განაკვეთი 75-50 საბაზო პუნქტებით გაზარდა და ამჟამად განაკვეთი 3%-იან ნიშნულზეა, თუმცა როგორც ჩანს, გამკაცრების ციკლი ეტაპობრივად დასასრულს უახლოვდება.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული, კერძოდ, თებერვალში ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 8.5%-მდე შემცირდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის დონის მაკონტროლებელი ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია, რომლის გამოყენებასაც თან ახლავს გარკვეული გვერდითი მოვლენები. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკის შენელებას იწვევს, მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული ვითარების პირობებში კი, ევროკავშირი რეცესიის მზარდი რისკების წინაშე დგას, შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას შორის საკმაოდ რთული და დელიკატური ბალანსის დაცვა უწევს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები