მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ბიზნესისთვის ქართულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა რთულია - ევროპული ბიზნეს ასოციაცია

619f666700f21
შოთა ტყეშელაშვილი, დავით ჯალაღონია
25.11.21 21:00
1063
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპული ბიზნესები საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სირთულეებს აწყდებიან.

“შემიძლია გითხრათ, რომ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი უდიდესია შესყიდვები. საქართველოს მთავრობის შესყიდვებში მონაწილეობის მიღება შეიძლება ითქვას, რომ ევროპული ბიზნესებისთვის რთულია,”- ამბობს ბრეკეველდტი.

ამასთანავე, EBA-ს თავმჯდომარე ასახელებს სხვა გამოწვევებსაც. ჯონ ბრეკველდტის თქმით, საბაჟოსთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემური საკითხები არსებობს, რაც დოკუმენტების წარმოების პროცესს უკავშირდება. ამასთანავე, საკმაოდ მაღალია ტრანსპორტირების ხარჯებიც, რაც პროდუქციის ღირებულებას აძვირებს.

“მარტივ მაგალითს გეტყვით, მე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში ვსაქმიანობ და ვიცი, რომ არის პრობლემური საკითხები საბაჟოსთან დაკავშირებით. არის სირთულეები ევრო 1-ის სერტიფიკატის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე სირთულეები ვაჭრობის ფასილიტაციის მიმართულებით.

თუკი დაითვლით ფასებს, პროდუქციის ფასები საქართველოში საკმაოდ მაღალია. ამის მთავარი მიზეზია მაღალი სატრანსპორტო ფასები, საქართველოში გადაზიდვების სერვისის ფასნამატი 30%-ია, როდესაც ევროკავშირში ეს თანხა 5%-10%-ის ფარგლებში მერყეობს. რატომ არის ასეთი სხვაობა? რადგან თქვენ არ ხართ EU-ს წევრი, თუმცა შესაძლებელია სხვადასხვა ზომის მიღება და დოკუმენტაციის უფრო მარტივი გაცვლა, რათა ეს პროცესი გაიაფდეს,”- ამბობს ჯონ ბრეკეველდტი

დღეს EBA-ს წევრი ბიზნესები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდნენ და საქართველოში ბიზნესის კეთების სირთულეები და უპირატესობები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები