ევროპული კოვიდ პასპორტი ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, ყველა კოვიდ-პასპორტიანის მოგზაურობა კარატინის გარეშე უზრუნველყონ, მაინც პრობლემად რჩება დოკუმენტის სანდოობა. დღესდღეობით, ჯამში 15 საშუალება არსებობს ამ დოკუმენტის გადამოწმების და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, თუმცა ევროპარლამენტში, ფიქრობენ რომ წევრი სახელმწიფოები ძალიან მცირე ინფორმაციას ცვლიან სერტიფიკატის გამოყენების შესახებ, შესაბამისად, რჩება ხარვეზები. რა პრობლემები ექმნება მოგზაურობის მსურველებს და როდის მიიღებს კოვიდ პასპორტი სრულყოფილ სახეს?