მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ევროპულმა სკოლამ“ ახალი კამპუსი გახსნა

63fde41aee696
თინათინ ნატმელაძე
28.02.23 18:00
1912
„ევროპულმა სკოლამ“ ახალი კამპუსი „შენობა ბ“ გახსნა, - ამის შესახებ სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ქეთი ნაჭყებიამ BM.GE-ს განუცხადა.

მისივე ცნობით, ახალი კამპუსის გახსნა მზარდმა მოთხოვნამ გადააწყვეტინათ.

"ჩვენი სკოლა 15 წელია არსებობს, ჩვენი შეთავაზებებიც მუდმივად იზრდება და იცვლება. თავიდან ისე დავიწყეთ, როგორც ქართულმა სკოლამ, შემდეგ გავხდით IB-ის მსოფლიო სკოლა, გავხსენით ამერიკული უმაღლესი სკოლა, ბოლოს კი გავხდით საერთაშორისო სკოლების საბჭოს CIS-ის მიერ აკრედიტებული პირველი სკოლა საქართველოში. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმდენად მიმზიდველია, რომ ჩვენი სკოლით დაინტერესებული პირების რაოდენობაც სულ უფრო მეტად იზრდება, ეს კი ახალი სივრცის შექმნის მოთხოვნილებას აჩენს,“ - განაცხადა ქეთი ნაჭყებიამ.

სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი სივრცე მოსწავლეების რაოდენობასთან ერთად დასაქმებული კადრების რაოდენობასაც გაზრდის.

„ამჟამად ჩვენს სკოლაში 1 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, მათი ნაწილი უკვე გადავიდა ახალ კამპუსში, თუმცა მას შემდეგ, რაც ორივე კამპუსი სრული დატვირთვით იმუშავებს, ჩვენი მოსწავლეების რაოდენობის 1 800-მდე გაზრდის შესაძლებლობა გვექნება.

ცხადია მოსწავლეების რაოდენობის ზრდას ახალი სერვისების დამატება და კადრების რაოდენობის ზრდაც მოჰყვება", - გვიყვება ქეთი ნაჭყებია.

„ევროპულ სკოლაში“ ამბობენ, რომ ამ დროისთვის ახალ კამპუსში ამერიკული High School-ის და IB-ის სადიპლომო და კარიერული პროგრამებია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები