მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეხო მოსკვის“ შემდეგ მაუწყებლობას ტელეარხი „დოჟდიც“ წყვეტს

6220e1720c58e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.22 19:45
770

რუსულმა ტელეარხმა „დოჟდი“ მაუწყებლობა შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება არხის დირექტორმა ნატალია სინდეევამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დროებით ვაჩერებთ ტელეარხის მაუწყებლობას. სიტყვა „დროებით“ ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენ გვჭირდება დრო და ძალა, რომ ამოვისუნთქოთ და მივხვდეთ, როგორ ვიმუშაოთ შემდეგ, რადგან ამ კანონის მიღების მერე მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, ან ლამაზი გამოფენების, ფოიერვერკების შესახებ უნდა მოგიყვეთ.. არ ვიცი რაზე უნდა მოგიყვეთ, ამიტომ ეს ჩვენი ბოლო საინფორმაციო იყო, ასე ვთქვათ, ამ სეზონის...

ძალიან გვჯერა, რომ ეთერში დავბრუნდებით, თუმცა რომელ პლატფორმებზე ჯერ არ ვიცით და განვაგრძობთ მუშაობას, რადგან ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი მაყურებლისთვის. ახლა არსებული მდგომარეობის პირობებში მუშაობას დროებით ვაჩერებთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მისთვის ამ განცხადების გაკეთება რთულია, რადგან მოსაფიქრებელია წლების განმავლობაში სირთულეების გადალახვით აწყობილი საქმის როგორ გაგრძელდება.

რუსული გამოცემა TASS-ი აღნიშნავს, რომ არხი რუსეთში მედია-აგენტად იყო მიჩნეული და „როსკომნადზორმა“ არხის რესურსებზე წვდომა უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის შესახებ მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის შეზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები