მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ExxonMobil-ის მოგება და შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა

63da1825380dd
გიორგი თოლორდავა
01.02.23 12:46
832
უმსხვილესი ამერიკული ენერგეტიკული კომპანიის, ExxonMobil-ის მოგება და შემოსავლები 2022 წელს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, კომპანიამ 56 მილიარდი დოლარის მოგების მიღება შეძლო, არაც არა მარტო თავად Exxon-ის, არამედ ნებისმიერი სხვა დასავლური კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

წელი რეკორდული შედეგებით დაასრულა Exxon-ის მთავარმა კონკურენტმა, Chevron-მაც, რომელმაც 35 მილიარდი დოლარის მოგების გენერირება შეძლო.

შესაშური ფინანსური შედეგების გარდა, Exxon-ის ხელმძღვანელობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას გეგმავს.

კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

Exxon-ის გენერალური დირექტორის, დერენ ვუდსის განცხადებით, აქციების უკან გამოსყიდვის გარდა, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე ენერგიის განვითარების მიმართულებით 17 მილიარდ დოლარს დახარჯავს, გარდა ამისა, გაიზრდება ინვესტიციები "მწვანე" ენერგიის წყაროების კვლევის მიმართულებითაც.

ზემოხსენებული პოზიტიური ფაქტორების გათვალისწინებით, 12 თვეში კომპანიის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 44%-ით გაიზარდა, საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $478-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

ზოგადი საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, Exxon-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული, რამაც კომპანიის შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

ცნობისთვის, 1999 წელს დაფუძნებული Exxon-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, ის 63,000 თანამშრომელს ასაქმებს და აშშ-ის ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები