მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EY-ის ტრენერთა გუნდი მსურველებს CFA-ის გამოცდის მოსამზადებელ კურსზე იწვევს

60a3ea2b1282d
BM.GE
19.05.21 08:30
2230
საკონსულტაციო კომპანია EY სიამაყით წარმოგიდგენთ ფინანსური ანალიტიკოსის სერტიფიცირების (CFA) 2021 წლის შემოდგომის პირველი დონის გამოცდისთვის მოსამზადებელ სასწავლო კურსს, რომელსაც საუკეთესო ტრენერები გაუძღვებიან. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ ორი გამოცდილი ექსპერტისგან, ნინო ქურდიანისგან და შალვა ახრახაძისგან, მოისმინონ დეტალური სალექციო კურსი პროგრამაში შემავალი 10 დისციპლინის ფარგლებში და მიიღონ რჩევები საგამოცდო საკითხებზე.

ფინანსური ანალიტიკოსის სერტიფიკატი (CFA) ინვესტიციების და ფინანსების სფეროს ოქროს სტანდარტია. სერტიფიკატი აშშ-ში დაარსებული CFA ინსტიტუტის მიერ გაიცემა და დაფასებულია ყველა საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში თანამედროვე საინვესტიციო ცოდნის, ანალიტიკური უნარებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების გამო. სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსების მიმართ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ქართველი დამსაქმებლების მხრიდან. შესაბამისად, კურსი ქმნის სტაბილური, მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიების შესანიშნავ წინაპირობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

2019 წელს EY-ის თბილისის ოფისმა საქართველოში პირველმა შესთავაზა მსურველებს, CFA-ის პირველი დონის გამოცდისთვის მოსამზადებელი სრული, ექვსთვიანი სწავლება, რომელსაც უძღვებოდა გამოცდილი ტრენერი, ლექტორი და პრაქტიკოსი ფინანსისტი - ნინო ქურდიანი. ნინო 2017 წლიდან ფლობს CFA სერტიფიკატს და აქვს 16-წლიანი მენეჯერული და ანალიტიკური გამოცდილება ფინანსურ სექტორში.

2020 წელს, EY-ს ინიციატივით, საგაზაფხულო სესიაზე მოწვეული იქნა ასევე CFA სერტიფიცირებული და ცნობილი ტრენერი - შალვა ახრახაძე, რომელიც 2015 წლიდან მოღვაწეობს საკონსულტაციო სფეროში და ასევე 9 წელია, წარმატებით ახორციელებს პროფესიულ სწავლებას ფინანსების განხრით.

2020 წლის მეორე ნახევარში ტრენერებმა წარმატებით ჩაატარეს მესამე სესია დისტანციურად, Zoom პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საკმაოდ მოქნილი აღმოჩნდა მსმენელთათვის.

მოსამზადებელი კურსი დაიწყება 29 მაისიდან. ტრენინგის შინაარსის, მონაწილეობის საფასურისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: EYtrainings@ge.ey.com

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები