მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი და eBay-ი ონლაინ პლატფორმებზე ყალბი მიმოხილვების დატოვებას კრძალავენ

5e17290b69876
ნათია თაქთაქიშვილი
09.01.20 21:17
797
Facebook-მა და eBay-მ გააუქმეს ასობით ჯგუფი და ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ ყალბი მიმოხილვების დატოვებაში ონლაინ პლატფორმებზე. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Facebook-მა აღნიშნულ ქმედებაში 188 ჯგუფი და 24 მომხმარებელი გამოააშკარავა, ხოლო eBay-მ 140 მომხმარებელი. ორივე კომპანიამ გააუქმა იმ მომხმარებლის ანგარიშები, რომლებიც ყალბი მიმოხილვების დაპოსტვაში იქნენ შემჩნეულნი.

კომპანიები ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ ყალბი მიმოხილვების დატოვება ამცირებს ბიზნესის განვითარების ტემპს. ხშირად როდესაც საქმე ეხება ონლაინ რითეილერებს, მომხმარებელი ყურადღებას აქცევს სწორედ ასეთ მიმოხილვებს და შემდეგ წყვეტს შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები