მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ის აქტიურ მომხმარებელთა დღიური რიცხვი მცირდება

61fb749b1a497
თათია კაკიაშვილი
04.02.22 00:30
1059
18-წლიან ისტორიაში პირველად - Facebook-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, Facebook-ის მშობელ კომპანია Meta-ში აცხადებენ, რომ გიგანტ სოციალურ ქსელს შემოსავლებიც შეუმცირდა, რაც TikTok-სა და Youtube-თან გაზრდილი კონკურენციის შედეგია. ამას ემატება რეკლამის განმთავსებლების მიერ შემცირებული ხარჯებიც.

ამასთან, Meta-ს აქციები 20%-ზე მეტით დაეცა, რამაც საფონდო ბირჟაზე კომპანიის შემოსავლები დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით შეამცირა. ასევე, მკვეთრად დაეცა სხვა სოციალური ქსელების აქციებიც, მათ შორის - Twitter-ის, Snap-ისა და Pinterest-ის.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის თქმით, Meta, რომელიც Google-ის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ციფრულ სარეკლამო პლატფორმას ფლობს, ასევე დაზარალდა Apple-ის ოპერაციული სისტემის კონფიდენციალურობის ცვლილებების გამო. კერძოდ, აღნიშნულმა ცვლილებებმა Facebook-სა და Instagram-ზე სარეკლამო პოლიტიკის შეცვლა გამოიწვია, რასაც, ცუკერბერგის წინასწარი პროგნოზით, წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 10 მილიარდი დოლარის ფარგლებში ზარალი მოჰყვება.

ცნობისთვის, ბოლო დროს Meta-ს მთლიანი შემოსავალი, რომლის ძირითადი ნაწილი სარეკლამო გაყიდვებზე მოდის, 33,67 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ დრომდე, ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ 2022 წლის მომდევნო კვარტალში ეს მაჩვენებელი კიდევ, 27-დან 29 მილიარდ დოლარამდე მოიმატებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები