ციფრული და კრიპტო აქტივების განვითარების ფონზე, მსოფლიოს უმსხვილეს სოციალურ ქსელებს, Facebook-სა და Instagram-ს NFT აქტივების მხარდაჭერის ფუნქციონალი ემატება.
კომპანია Meta-ს მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელების მომხმარებლები პერსონალურ გვერდზე საკუთარი NFT აქტივების, სურათების, ვიდეოებისა და GIF-ების გამოფენას შეძლებენ, სხვა მომხმარებლები კი - მათ დათვალიერებას.
NFT აქტივების ინტეგრაცია Meta-ს მიერ გადადგმული მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია WEB3-ის განვითარების მიმართულებით და მას სფეროს წარმომადგენლები პოზიტიურად შეხვდნენ.
ზემოხსენებული ფუნქციონალი ამჟამად მხოლოდ ამერიკის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, თუმცა ეტაპობრივად ის გლობალურ ბაზარზეც გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფუნქციონალი დაემატა სოციალურ ქსელ Twitter-საც, სადაც მომხმარებლებს პროფილის სურათად პირდაპირ NFT-ის დაყენება შეუძლიათ, რომელზეც მფლობელის ვინაობა და ის ბლოკჩეინია აღბეჭდილი, რომელზეც თავად ეს NFT აქტივია განთავსებული.
ამ ეტაპზე Meta-ს მხარდაჭერა ეთერიუმის, პოლიგონისა და ფლოუს ბლოკჩეინებს აქვთ, თუმცა მომავალში მათ რაოდენობის ზრდაცაა დაგეგმილი და, სავარაუდოდ, ამ ჩამონათვალს კარდანო და პოლკადოტიც დაემატება.