მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული კომპანიები GMP-ის სტანდარტზე გადასვლას გაწერილ ვადებში გეგმავენ - ასოციაცია

5e3acad820458
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.20 11:10
1428

"რაც არის კანონში გაწერილი, ჩვენ ვემზადებით მაგ დროისთვის", - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა მედიკამენტების წარმოების GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტებზე გადასვლაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ფარმაცევტული კომპანიები GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტზე კანონით გაწერილ ვადებში გადავლენ და მათ ამისთვის მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ.

"რაც არის კანონში გაწერილი, ჩვენ ვემზადებით მაგ დროისთვის. მე არ ვიცი სხვა რამეს თუ გადაწყვეტენ, მაგრამ სრულად ვეთანხმები იმას, რომ ქვეყანაში უნდა დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტები. ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება აღარ გადაიდება, იმიტომ რომ ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული.

ასოციაციაში გაერთიანებული ადგილობრივი მწარმოებლები ამ სტანდარტებს ქირაობენ და მოწვეული ექსპერტების შემოყვანა მათთვის დამატებითი ხარჯია. ამასთან, ამ სტანდარტის ამოქმედებით ექსპორტზე გატანის მოცულობა გაიზრდება, ჩვენი მხრიდან დიდი ხანია ამის მომხრე ვართ. ასოციაციის წევრების მოთხოვნა იყო ისიც, რომ ექსპორტის გაზრდის მიზნით ყოფილიყო GMP-ის ადგილობრივი კომიტეტი.

ჩვენ ისიც გვესმის, რომ ამ სტანდარტების დანერგვას სჭირდება ძალიან დიდი ფინანსური დანახარჯები, შეიძლება წვრილი მწარმოებლები ვერ აბამენ თავს. ამ წლების განმავლობაში, როდესაც ამაზე საუბარი მიდიოდა, ადგილობრივ წარმოებებს უნდა ეფიქრათ, რომ ეტაპობრივად მაინც მომზადებულიყვნენ", - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის #580 დადგენილების დანართი #2-ის თანახმად, ფარმაცევტული წარმოების ნებართვის მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრქტიკის) სტანდარტით წარმოება 2022 წლის 1 იანვრიდან.

ამასთან, 2019 წლის 1 ივლისიდან (ადგილობრივ არსებულ საწარმოებშე საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრქტიკის) სტანდარტის სავალდებულო დანერგვამდე) ფარმაცევტული წარმოების ნებართვის გამცემი ორგანო, ადგილობრივი მწარმოებლის მიერ მოთხოვნისა და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, უფლებამოსილია უზრუნველყოს საწარმოს საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრქტიკის) სტანდარტისადმი შესაბამისობის დადგენა და GMP-ის სერტიფიკატის გაცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები