მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული კომპანიებისგან განმარტებები მიღებული გვაქვს - ლექვინაძე მედიკამენტების ფასებზე

640ef6b086d34
გიგა ბენია
13.03.23 14:50
788

„ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული გვაქვს განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას“ , - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ირაკლი ლექვინაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რამდენიმე კომპანიამ, ერთდროულად, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები გაზარდა.

საქმე ისაა, რომ გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი ალბათობით, შეთანხმებული მოქმედების შედეგად, კომპანიებმა მედიკამენტების ნაწილი, განსაკუთრებით თურქეთიდან იმპორტირებული, მნიშვნელოვნად გააძვირეს. საკითხში კონკურენციის ეროვნული სააგენტო ჩაერთო.

დღეს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანიების აქტიური კომუნიკაციით, საკითხის წინასწარი შეფასება მიმდინარეობს.

„კომპანიებისგან მიღებული გვაქვს რიგი განმარტებები, ვაგრძელებთ კომუნიკაციას და თუ მოკვლევას დავიწყებთ, საზოგადოებას ვაცნობებთ. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, საფუძველი არის ერთდროულად ფასის ზრდა. გვაინტერესებს, ამის საფუძველი ტექნიკური ხარვეზი იყო თუ არა. ამასთან, იმ მედიკამენტების ბაზარზე, სადაც აღნიშნული მედიკამენტები გაძვირდება, ბაზარზე იქნებიან დომინანტი კომპანიები, ამ შემთხვევაში, შეიძლება განხილული იყოს ჭარბი ფასის დაწესება. ეს ყველაფერი წინასწარი ვარაუდებია და დავიწყებთ თუ არა მოკვლევას, გეტყვით“ , - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთ არგუმენტად ფარმაცევტული კომპანიები თურქეთში მედიკამენტებზე გაზრდილ ფასს და ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებდნენ. ამასთან, კერძო სექტორში ამბობენ, რომ იმ მედიკამენტებზე, რაზეც რეფერენტული ფასები არ მოქმედებს, კომპანიას აქვს სრული თავისუფლება ფასნამატი თავად დაადგინოს, რადგან ის დღეს რეგულირებას არ ექვემდებარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები