მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევას წლის ბოლომდე დავასრულებთ - ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ხუთი კომპანიის მიმართ დაწყებული მოკვლევა წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საკითხის შუალედური შეფასება სააგენტოს სავარაუდოდ, ოქტომბერში ექნება, თუმცა ის არ გასაჯაროვდება.

საუბარია მიმდინარე წლის დასაწყისში დაწყებულ მოკვლევაზე, რომელიც ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდასა და სავარაუდო იდენტურ ფასს ეხება.

სააგენტო აცხადებს, რომ მოკვლევას საფუძვლად დაედო ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

“მოკვლევის პროცესი მიმდინარეა და კომპანიებისგან ინფორმაცია მიღებული გვაქვს. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ კომპანიებთან ახსნა-განმარტებითი შეხვედრები გაიმართოს იმისთვის, რომ გავიგოთ მათი პოზიცია. ამ შეხვედრების შემდეგ გადავალთ შეფასების ნაწილზე და მოკვლევის დასკვნით ნაწილს წარმოვადგენთ. ბუნებრივია, მოკვლევის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია საჯარო იქნება. მოკვლევა მიმდინარეობს მე-7 მუხლის დარღვევის მიმართულებით, რაც გულისხმობს შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას ამ პროგრამაში მონაწილე ხუთივე კომპანიის მხრიდან. რადგან მოკვლევა მიმდინარეობს, ეს ნიშნავს იმას, რომ გონივრული ეჭვი შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებთან დაკავშირებით არსებობს. წინასწარი შეფასება ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება, რადგან არ გვინდა მოვლენებს დავასწროთ. პირველადი შეფასებები შესაძლოა, გვქონდეს ოქტომბრის დასაწყისში, ხოლო მოკვლევა წლის ბოლომდე დასრულდება",- აცხადებს ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები