მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობები დაიწყო

6476ec4f8e968
BM.GE
31.05.23 10:46
484
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აქტიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც დიდი რაოდენობით მავნებელი დაფიქსირდა, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალიზებული ტექნიკით წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით, წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება. ამ ეტაპისთვის, დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 32 430 ასეთი სადგური (სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12 210, იმერეთი - 12 090, გურია - 4470, აჭარა - 3030, რაჭა - 630).

"მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე, ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები