მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ათი წელია კავშირი არ აქვს, ის კერძო პირია - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს და ის კერძო პირია - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირებას.

"ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს და ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გავერკვეთ ზუსტად რაზე არის საუბარი". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„თუ იოტისოდენა ჭკუა მაინც აქვთ, ფარცხალაძეს არ გადაეფარებიან“ - სანდრო ბარამიძე „ოცნებაზე“

შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. "ონიშჩენკო და FSB ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლო გავლენის მოხდენაში იყენებენ,"- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები