მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერი: „დანერგე მომავალი” არასწორად არის შექმნილი

62388bec72218
სალომე ჭიპაშვილი
22.03.22 09:00
1342
„საქართველოში ფერმერი არ დარჩა, რომელსაც ჟოლოს ბაღი აქვს.“ - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ფერმერმა თეა ქუთათელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან „დანერგე მომავალის“ არასწორი საპროექტო პირობები იყო.

„პროექტი თავიდანვე არასწორად არის შექმნილი და ასევე აგრძელებენ. პრობლემებს არასწორად შერჩეული რეგიონიც ქმნის, რადგან მარნეულში ჟოლოსა და მაყვლის მოყვანა აბსოლუტურად დაუშვებელია, აგრეთვე ის ჯიშები, რომლებიც მათ მიერ შერჩეულ სანერგეებში შევიძინეთ, მოძველებულია, 1963 წელს არის გამოყვანილი, ამას დაემატა წყლის პრობლემაც და გვქონდა წლის პრობლემაც, რომლის შედეგადაც ფერმერებს ან გაუფუჭდათ ნერგები, ან თვითონ გაკაფეს.“ - განაცხადა თეა ქუთათელაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საუბარი იყო, რომ პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო დააფინანსებდა წარმოებას, შეიქმნებოდა შემნახველი მაცივრები, ჩამბარებელი პუნქტები, თუმცა ეს მხოლოდ PR აღმოჩნდა.
თეა ქუთათელაძემ ჟოლოსა და მაყვლის ბაღი 2017 წელს 7 ჰექტარზე, მარნეულში გააშენა, რომლის ინვესტიცია 300 ათას ლარს შეადგენდა. ფერმერის თქმით, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფომ ნერგების 70 პროცენტი და წყლის სისტემების 50 პროცენტი დაფარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები