მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერმერობა ყველა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, ესაა ნომერ პირველი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება“ – გიორგი ქადარია

კაკლის ბაღი აგროსფერო
BM. GE
22.08.23 13:02
8

თანამედროვე ფერმერმა, გიორგი ქადარიამ, საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, კაკლის ბაღების გაშენება 2017 წელს დაიწყო. დღეს მისი მეურნეობა 150 ჰექტარს მოიცავს, რომელზეც მას ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღი აქვს გაშენებული. გიორგი ამბობს, რომ ფერმერობა ხეებისა და ბაღის პულსზე ხელის დადებასა და მათ გულის ფეთქვასთან თანაცხოვრებას ნიშნავს.

„კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს დღე ფერმერობის გარეშე. პირველ რიგში, აუცილებელია ფერმერობა ყველა ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება“, – აღნიშნავს გიორგი ქადარია.

გიორგის სურს, რომ საქართველომ სახელი ხარისხიანი პროდუქტით გაითქვას. ხარისხიანი პროდუქტის შექმნა კი, უხარისხო მასალებით შეუძლებლად მიაჩნია. სწორედ ამიტომ, ის თავის მეურნეობაში მსოფლიო სტანდარტების მქონე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს იყენებს, მათ შორის, თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ტრაქტორებს, მოსავლის ამღებ ტექნიკას, აგრო დრონებს, წვეთოვან სარწყავ სისტემას, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებსა და ა.შ.

თავის მეურნეობასა და ხედვაზე გიორგი ქადარია მეტს „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიზიარებს. ვიდეოსერია აერთიანებს ქართველი ფერმერების ისტორიებს და სხვადასხვა მეურნეობაზე მოგვითხრობს.

ნახე თანამედროვე ფერმერის, გიორგი ქადარიას ისტორია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები