ფეროშენადნობების დარგი კრიზისშია. ფეროშენადნობების მწარმოებელი ქარხნების 80%-ს მუშაობა ისევ შეჩერებული აქვს. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, სამსახურის გარეშე 2000-მდე პირია დარჩენილი. პროცესი ერთი წლის წინ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო. ევროპაში ენერგომატარებლების სიძვირემ მეტალურგიული ქარხნების გაჩერება ან წარმოების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად, გაჩნდა ჭარბი სილიკონ-მანგანუმი, რის გამოც მასზე ფასი განახევრდა. შემცირდა ექსპორტიც, გასული წლის თებერვალში საქართველოდან თითქმის 70 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, მიმდინარე წლის თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 3,3 ჯერ შემცირდა. ჯამში ქართველმა მწარმოებლებმა თებერვალში ექსპორტზე 20,8 მლნ დოლარის საქონელი გაყიდეს.
მცირე და საშუალო მწარმოებლების მსგავსად კრიზისი შეეხო ქვეყანაში ფეროშენადნობების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზსაც". მსოფლიო ბაზარზე სილიკონ მანგანუმის ფასის მკვეთრად ვარდნის გამო კომპანიამ 3 თვის წინ წარმოება შეამცირა. როგორც ოპერირებს დღეს ფეროშენადნობების დარგი საქართველოში და რა პირობებში საქმიანობს "ჯორჯიან მანგანეზი"?
სტუმარი: გიორგი ტატიშვილი - „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორი;