ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა. ივნისში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.2%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მაისში ორნიშნა ზრდა ფიქსირდებოდა. ზრდის შენელებაზე გავლენა სამშენებლო და დამამუშავებელ სექტორებში კლებას, მათ შორის ფეროშენადნობების შემცირებულ წარმოებას - დარგი როგროც ჩანს ახალ კრიზისში შედის, რასაც ვაჭრობის მონაცემებიც ადასტურებს - ივნისში ფეროშენადნობების ექსპორტი წლიურ ჭრილში 62%-ით შემცირდა. მაისთან შედარებით კი, 82%-იანი კლებაა - რა ხდება სექტორში?
სტუმარი: ნუგზარ კევლიშვილი - „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ პრეზიდენტი;