მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერწერა საკმაოდ გაყიდვადი გახდა.... ინდუსტრიის გაყიდვებმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა - ვახო სალაძე

628dc04f0411b
თათია კაკიაშვილი
30.05.22 00:06
1962

„საქართველოში ტურიზმის აღდგენის შემდეგ, ასპარეზზე ძალიან ბევრი ისეთი მხატვარი გამოვიდა, რომლებიც პანდემიის დროს აღარ საქმიანობდნენ,“ - ამის შესახებ BMG-სთან მხატვარმა ვახო სალაძემ განაცხადა.

სალაძის თქმით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სამხატვრო ინდუსტრია გააქტიურებულია და ნამუშევრებზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილია.

„ნამუშევრებზე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნამ საკმაოდ იმატა. ამ მხრივ, ძალიან დიდი დაინტერესებაა. ჩვენს გალერეაში ბევრი უცხოელი ტურისტი შემოდის. ჩვენ ვყიდით ქართულ კულტურას, რაშიც ჩვენი ტრადიციები და ფესვები აშკარად ჩანს. რაც შეეხება ნამუშევრების რეალიზაციას, ფერწერა საკმაოდ გაყიდვადი გახდა. საერთაშორისო ტურისტები ტრანსპორტირების გამო შედარებით პატარა ნამუშევრებს ითხოვენ. ამ მხრივ, ინდუსტრიის გაყიდვებმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. პირადად მე უფრო მეტი ნამუშევარი მეყიდება, ვიდრე აქამდე იყო. ამაზე გამოფენების გახსნამაც იმოქმედა, ცხადია. საქართველო არ არის მარტო გასტროტურიზმი, ჩვენთან კულტურული ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა,“ - განაცხადა ვახო სალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ხელოვნების ტურიზმს მაღალი მარჟა აქვს, რადგან, ამ მხრივ, „ჩვენს ქვეყანას საკმაოდ სერიოზული და დიდი პლატფორმა გვაქვს.“

„სწორედ ამიტომ, ფერწერის კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ,“ - განაცხადა სალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები