მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალის დაბრუნება, სცენის მოგზაურობა ათენიდან - თბილისამდე და “კარგო სოლუშენს ჯგუფის” წარმატებული გამოცდილება (R)

635f87e12242d
BM.GE
31.10.22 11:31
770
თბილისში საერთაშორისო ფესტივალმა კვლავ აიღო სტარტი, რომლის ფარგლებშიც სასცენო დეკორაციების ტრანსპორტირება ათენის თეატრიდან განხორციელდა.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ 25-ე საიუბილეო სეზონი 2022 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით იმართება. ფესტივალი ტრადიციულად წარმოადგენს უახლესი სახელოვნებო მოვლენების საინტერესო პროგრამას.

“საჩუქარი” ყოველწლიური ღონისძიებაა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ჩატარება პანდემიის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი დაბრუნება წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.

ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ბერძნული თეატრის მაღალი რანგის დელეგაციამ, რომელთან ერთადაც ჩამოტანილ იქნა საკულტო წარმოდგენა თეოდორუს ტერზოპულოსის “ალარმე”. წარმოდგენისთვის საჭირო სასცენო დეკორაციების საბერძნეთის თეატრიდან ტრანსპორტირებაზე კი Cargo Solutions Group-მა იზრუნა.



Cargo Solutions Group-ი 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ახორციელებს საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს.
თეატრალური დეკორაციების ტრანსპორტირება საბერძნეთიდან, ათენის თეატრიდან თბილისის, მარჯანიშვილის თეატრამდე კომპანიისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო გამოწვევად იქცა.

სასცენო დეკორაცია სენსიტიური ტვირთების სიაშია, ამიტომ საყურადღებოა მისი ტრანსპორტში დატვირთვის და ჩამოტვირთვის პროცესები. განსაკუთრებული ტვირთებისთვის შეირჩევა სპეციალური ავტოსატრანსორტო საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ტვირთის A წერტილიდან B წერტილამდე გადაზიდვას.

სენსიტიური ტვირთი მოკლე ვადებში იყო გადასაზიდი, რასაც კომპანიამ წარმატებით გაართვა თავი - ტვირთის სწორი აზომვით, სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების სწორი შერჩევით და ეფექტური მარშუტის დაგეგმვით.

აღნიშნულმა შემთხვევამ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "საჩუქარს" და “კარგო სოლუშენს ჯგუფს” შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი.

“კარგო სოლუშენს ჯგუფი” იძენს ახალ გამოცდილებებს და სპეციალიზდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ტვირთებზე, სწრაფ და ეფექტურ მიწოდების სერივსთან ერთად. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ტვირთის უსაფრთხოება და რისკების შემცირება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლოგისტიკური კომპანია იაზრებს თავის როლს საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და დიდი ენთუზიაზმით ხელს უწყობს საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობას საქართველოში.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები