მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fiat-ის და Peugeot-ს ერთობლივი კომპანია Stellantis-ის სახელით გააგრძელებს ოპერირებას

5f11920b97799
ნათია თაქთაქიშვილი
17.07.20 21:21
1170
Fiat-ის და Peugeot-ს ერთობლივი კომპანია Stellantis-ის სახელით გააგრძელებს ოპერირებას. ამჟამად კომპანიები შერწყმის პროცესში არიან და დასრულების შემდეგ კომპანიებს თანაბარი 50-50%-იანი წილი ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

ავტოკონცერნება Fiat-მა და Peugeot-მ შერწყმაზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს და სავარუდოდ, ეს პროცესი 2021 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

როგორც ატომწარმოებლები აცხადებენ, Stellantis-ის ფუძე ლათინური ზმნა Stello-ა, რაც ვარსკვლავივით ციმციმს ნიშნავს, კომპანიები აღნიშნავენ, რომ ეს სახელი მათ ამბიციებს ნათლად გამოხატავს.

Business Insider-ის ინფორმაციით, კომპანიების შერწყმა უფრო ადრეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პროცესს ხელი Renault-Nissan-Mitsubishi-ის ხელმძღვანელის კარლოს გონის საქმემ შეუშალა, რომელიც გასულ წელს იაპონიაში თანხების თაღლითურად მითვისებაში ამხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები