მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რიცხვებში

BM.GE
26.12.22 01:04
286
FIFA-ს განახლებული რეიტინგის სათავეში, პირველი პოზიცია ისევ ბრაზილიის ნაკრებმა შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს 1/4-ფინალში დაემშვიდობა. ჩემპიონმა არგენტინამ ერთი საფეხურით წაიწია წინ და მესამედან მეორე ადგილზე გადავიდა. დაწინაურდა ფინალისტი საფრანგეთის ნაკრებიც, რომელიც მე-3 პოზიციაზეა. ორი ადგილით დაქვეითდა ბელგიის ნაკრები და ახლა რეიტინგში მეოთხეა. მოწინავე ათეულში ნიდერლანდებისა და ხორვატიის ნაკრებებმა იტალიას გადაასწრეს, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან იტალიელებს მუნდიალზე არ უთამაშიათ და ქულათა მონაგარს ვერაფერი შემატეს.

აღსანიშნავია, მაროკოს ნაკრების პროგრესი, რომელიც მუნდიალის დაწყებამდე 22-ე ადგილზე იყო და ახლა უკვე მე-11 საფეხურზეა. მაროკო ფიფას რეიტინგში ასე მაღლა აქამდე არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს: ვილი სანიოლის გუნდი, როგორც წინა რეიტინგში, ახლაც 78-ე ადგილზეა 1305 ქულით და მცირედით უსწრებს გაბონის ნაკრებს.მიმდინარე წელს ფიფამ რეიტინგი ბოლოჯერ განაახლა და ახალი რეიტინგი მარტის სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. მაგრამ, მანამდე არასდროს დაიხურება ბიზნესმედიას ფანჯარა და გთავაზობთ მთავარ თემებს და მონაგარს, ცხადია საქმიანად, რიცხვებში და ციფრებსი წარმოდგენილს, თუ როგორ ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი, რა არის აღსანიშნავი სტატისტიკა და რეიტინგი, გამორჩეული მიღწევები და ჩავარდნები ამ მართლაც გამორჩეულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც დაგვირგვინდა ერთ-ერთი საუკეთესო ფინალური მატჩით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები