Financial Times-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ციტატა მოჰყავს. პრემიერის განაცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იქცეს მიზიდულობის ცენტრად ამერიკული ბიზნესისთვის, ამის შესაძლებლობას კი საქართველოს ევროკავშირთან და სხვა ბაზრებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს.
სტატიაში ნათქვამია:
"საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის გზით.
ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა:
სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა. ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს," - წერს „ფაინენშალ თაიმსი".
საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღწევის შესახებ წინარე მოლაპარეკებებისთვის მზადება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების შესახებ რამდენჯერმე მოუწოდეს. 2017 წლის მაისში დონალდ ტრამპმა 30 კონგრესმენის მიერ მომზადებული წერილი მიიღო, სადაც კონგრესმენები ტრამპს საქართველოსთან FTA ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებენ.