მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

64b666c3b550c
BM.GE
18.07.23 14:17
452
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში ლესლი ლამს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი.

მინისტრმა ADB-ის რეგიონულ დირექტორს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები