მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის კურსის ფუნდამენტური მიზეზებით რყევებს არ ელოდება

6296252e91b18
თელარა გელანტია
31.05.22 18:45
999
დღეს ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 6 თეთრით. შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0249 ლარს შეადგენს, ხოლო ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2466 ლარი გახდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი ლარის კურსის ფუნდამენტური მიზეზებით რყევებს არ ელოდება.

ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა და იქვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ყოველდღიურ მერყეობაზე კომენტარის გაკეთება სწორი არ არის.

„ამ პერიოდში ეროვნულ ვალუტას გამყარების სტაბილური ტენდენცია აქვს. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებით ლარი გამყარებულია.

მნიშვნელოვანია, ფუნდამეტურ ფაქტორებს დავაკვირდეთ, რაც დღეის მდგომარეობით, ჯანსაღია - კარგად იზრდება ექსპორტი, გზავნილების ზრდის ტემპიც მზარდია, ტურიზმის სექტორის აღდგენაც მიდის და შესაბამისად, ფუნდამენტურ რყევებს არ ველოდებით“, - აცხადებს ცოტნე ყავლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები