მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფინბიურო“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

6322d6d9ba52d
BM.GE
15.09.22 11:39
610
„ფინბიურო“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. კომპანია „ფინბიურო“ საქართველოში 2015 წლიდანაა წარმოდგენილი და მისი ძირითადი მისია სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა. კომპანიის მთავარი საქმიანობა საფინანსო ორგანიზაციებისგან სესხების შესყიდვის გზით ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებების მართვაა, შესაბამისად, მომხმარებელს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება. „ფინბიუროს“ გუნდი აქტიურად მუშაობს მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შედგენასა და შეთავაზებაზე, მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევასა და სამომავლო მართვაზე.

აღსანიშნია, რომ „ფინბიურო“ ვადაგადაცილებული სესხების ყველაზე დიდ პორტფელს ფლობს და ამ მიმართულებით ბაზრის ლიდერი კომპანიაა.

კომპანია საქართველოს 8 რეგიონში, 17 ფილიალითაა წარმოდგენილი. დასაქმებულთა რაოდენობა 800 თანამშრომელზე მეტია, ხოლო მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აჭარბებს.

როგორც „ფინბიუროში“ აღნიშნავენ, 2015 წლიდან დღემდე კომპანია წარსულში დაგროვილი ვალდებულებების დაძლევაში მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა, რაც ვადაგადაცილებული სესხების დაძლევასთან ერთად მოქალაქეებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას უმარტივებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ფინბიუროს“ BAG-ის წევრთა რიგებში და მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციაში წევრიანდებიან დარგის ლიდერი კომპანიები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ოჯახს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და ორმხრივად სასარგებლო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები