მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინეთის პრემიერს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა აჯობეს

642a668209d5e
თამთა ჯიჯავაძე
03.04.23 09:35
447
ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანა მარინს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა აჯობეს. არჩევნებში ოპოზიციურმა მემარჯვენე პარტია „ეროვნულმა კოალიციამ“ გაიმარჯვა, რომელიც ცნობილია როგორც პრობიზნესური პარტია. 200-წევრიან პარლამენტში „ეროვნულმა კოალიციამ“ 48 ადგილი მოიპოვა, მეორე ადგილზე Finns Party გავიდა 46 ადგილით, ხოლო პრემიერის სოციალ-დემოკრატებმა მხოლოდ 43 ადგილი მოიპოვეს.

„ჩვენ ყველაზე დიდი მანდატი მოვიპოვეთ“, - განაცხადა „ეროვნული კოალიციის“ ლიდერმა პეტერი ორპომ და მოსახლეობას ფინეთის ეკონომიკის გაუმჯობესების პირობა მისცა.

„ჩვენ მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, უფრო მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე ადრე. ეს შესანიშნავი მიღწევაა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვერ გავედით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, სარა მარინმა.

ცნობისთვის, 37 წლის მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა, როდესაც 2019 წელს აღნიშნული პოზიცია დაიკავა. ის ცნობილია როგორც პროგრესული ახალგაზრდა ლიდერი, თუმცა ფინეთში მარინი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, პირველად, მაშინ, როდესაც წვეულების ვიდეო გავრცელდა, სადაც მარინი ცეკვავს. მას ასევე ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვაშიც ადანაშაულებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები