ფინტექპლატფორმის, Cash App-ის დამფუძნებელი ბობ ლი სან-ფრანცისკოში მოკლეს. 43 წლის მეწარმეს სასიკვდილო ჭრილობა სახლისაკენ მიმავალ გზაზე მიაყენეს და ის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
Cash App-ის გარდა, ის კრიპტოკომპანიის, MobileCoin-ის დამფუძნებელი და Square-ის ყოფილი ტექნოლოგიური ოფიცერიც იყო. ბობ ლის ქონება დაახლოებით 10 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მკვლელობის მიზეზები და თავდამსხმელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.