მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება - როგორია ბაზრის დინამიკა

BM.GE
02.06.23 16:31
205
ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, 70.6 ათასით გაიზარდა და 1 მლნ 80 ათასი შეადგინა, საიდანაც მომხმარებლების 95.2 პროცენტი ფიზიკური პირია. აბონენტების ზრდის მიუხედავად ბაზარზე დომინირებულ პოზიციებს ინარჩუნებენ მსხვილი კომპანიები - ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 497 ათასი „მაგთიკომს“ ჰყავს, 308 ათასი – „სილქნეტს“, 60-60 ათასი ახალ ქსელებს და სქაიტელს დანარჩენი 104 ათასი აბონენტი კი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება. ორ კომპანიაზე მოდის შემოსავლების 80 %-იც. როგორ ვითარდება ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარი საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე არიან და რა სივრცე რჩებათ მცირე და საშუალო კომპანიებს?

სტუმარი: უჩა სეთური - „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები