მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი 'BB' დონეზე, ხოლო პერსპექტივა -"სტაბილურზე" შეუნარჩუნა

6200e9196e8cf
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.22 13:45
733
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია რეიტინგის "სტაბილური" მოლოდინი. 

Fitch-ი მოელის, რომ საქართველოში ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მეორე კვარტლიდან უნდა დაიწყოს. სწორედ მაღალ ინფლაციას ასახელებს ეკონომიკისთვის წამყვან გამოწვევად. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კი Fitch-ი 2022 წელს 5.5%-იან, 2023-ში კი 5.3%-იან ზრდას მოელის. 

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს: "დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას ასახავს. 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 250 საბაზისო პუნქტით, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა. ჩვენ მოველით, რომ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას 2022 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს. მაღალი საბაზო ეფექტების მილევის კვალდაკვალ, ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მე-2 კვარტლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გრძელვადიანად შენარჩუნება მოწყვლადობას წარმოადგენს. ჩვენ ვპროგნოზირებთ საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას 2022 წელს, 2021 წლის 9.6%-ის შემდეგ".

Fitch ასევე აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგზე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის უარყოფითი გავლენა ბალანსდება ძლიერი და თანმიმდევრული მაკრო პოლიტიკით. საკრედიტო რეიტინგზე ამ უკანასკნელის დადებითი გავლენა გულისხმობს საქართველოს მაკრო პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოსა და ფრთხილ ფისკალურ სტრატეგიას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ, ისტორიულად, საგარეო შოკებისადმი, მათ შორის, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები