მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა საუდის არაბეთის საკრედიტო რეიტინგი A+მდე გაზარდა

642d5dd7a451e
გიორგი თოლორდავა
05.04.23 18:12
837
გლობალურმა სარეიტინგო ორგანიზაცია Fitch-მა საუდის არაბეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. არაბეთის ახალი რეიტინგი A+ გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას სტაბილურობის მაღალი დონე გამოარჩევს, ვალდებულებებზე დეფოლტის გამოცხადების შანსი კი მინიმალურია.

რეიტინგის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია 8.7%-იან ეკონომიკურ ზრდასთან და ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის, Saudi Aramco-ს რეკორდულ შემოსავლებთან, რომელმაც 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო.

გარდა გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა, არაბეთ-ირანს შორის გეოპოლიტიკური დაძაბულობის დონეც იკებს, რაც აგრეთვე დადებითად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე.

Fitch-ის შეფასებას საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ორგანიზაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც უფრო მაღალი აქვს ქვეყანას რეიტინგი, ის უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები