მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა

637f5d526e2fa
მარიამ ვარადაშვილი
24.11.22 16:20
466
ფინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დააანონსა. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსეთისთვის მძიმე დარტყმა იქნება.

“დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე G7-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რუსულ ნავთობზე საფასო ჭერს დავაწესებთ. არ გავჩერდებით მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს პუტინის ბარბაროსულ ომში”,-განაცხადა მან.

სანქციების ახალი პაკეტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე სანქციების ბოლო, მერვე პაკეტით შეზღუდვები ფოლადით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებს შეეხო.

ფინეთის პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე გუშინ კიევში რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებზე ისაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის ქმედებები ომის დანაშაულად შეაფასა. რუსეთის თავდასხმებს წინ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება უძღოდა, რომელმაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალების და მათი მარიონეტული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და ომის დანაშაულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები