ქართული კომპიუტერული თამაში მისთქოლერი 2023 წლის იანვარში ბაზარზე გამოვა. თამაში კომპანია Onyx Wings Studio-მ შექმნა და მისი დამფუძნებლები ირაკლი ჭოლოკავა და ნატა გრიგალაშვილი არიან. ეს კომპანიისთვის პირველი კომპიუტერული თამაშია და რა თქმა უნდა, გეგმებიც დიდი აქვთ. პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზეა გათვლილი. მათ შორის როგორიცაა აშშ და ევროპა. როგორც ირაკლი ჭოკოლავამ “ფორბს კვირას” განუცხადა, თამაში მისტიკური და სათავგადასავლო ჟანრის იქნება. ეს ე.წ. გეიმერებისთვის ფრიად სასიხარულო ამბავია და კომპანიას ბიემჯის და ფორბსის სახელით დიდ წარმატებას ვუსურვებ.
ირაკლი ჭოლოკავა - Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი.