საქართველოში, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სამსახურში სტაბილურ დასაქმებას, არჩევს, რომ გარისკოს და თავის საქმე დაიწყოს, ასე განვითარდა ყველა წარმატებული ქვეყანა, რომლის მაგალითებსაც ხშირად ვიღებთ ხოლმე და შესაბამისად ამ მიმართულებით ქვეყანა სწორ რელსებზე დგას, რაც ახალი თაობის და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც მომავლის ამინდს ქმნიან. მათი დახმარებით ტრადიციული სექტორებიდან ინოვაციურ სექტორებზე გადავდივართ და ამის თქმის საფუძველს, ფორბს საქართველოს 30 წლამდელთა სიაში მოხვედრილი ლიდერები არიან. მათ მიერ შექმნილი პროდუქტებს კი, აქვთ პოტენციალი, რომ სწორი მუშაობის შედეგად საქართველოს საზღვრებს გასცდნენ. გარდა ამისა, ამერიკული Forbes-ის გამოცემა, რომელიც ევროპის Under 30-ის სიაზე მუშაობს, მიმდინარე წელს საქართველოს Forbes Under 30-ის პროექტით დაინტერესდა და უკვე 2021 წლის გამარჯვებულებს, გლობალურ კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. როდის გამოვლინდება Forbes საქართველოს Under 30-ის პროექტის 2021 წლის გამარჯვებულები და როგორია მოლოდინები?
სტუმრები: თამთა კუპრაძე - TBC - თიბისი-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი;
გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი;
ლიზა ხაბაზაშვილი - Concierge Tbilisi-ს დამფუძნებელი.
სტუმრები: თამთა კუპრაძე - TBC - თიბისი-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდერი;
გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი;
ლიზა ხაბაზაშვილი - Concierge Tbilisi-ს დამფუძნებელი.