მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: როგორ ემზადება ევროპის საკურორტო ზონა ტურისტებისთვის?

5eeba7719b39c
მარიამ ადამია
19.06.20 00:10
1068
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასიციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, იკვეთება, რომ გამოკითხულთა 60%-ი, პანდემიის დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვე თავს შეიკავებს მოგზაურობისგან, ხოლო 40% საერთოდ ნახევარი წელი უარს ამბობს საზღვრის გადაკვეთაზე. ამის შესახებ Forbes-ი წერს. 

რეალურად ის, რასაც ჩვენ მოგზაურობას ვეძახით, ანუ ფრენები, სასტუმროში განთავსება, რესტორნებსა და ბარებში სტუმრობა არის რისკის შემცველი, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ სექტორში ჩართული ადამიანები, მაინც ცდილობენ მიიღონ ტურისტები უსაფრთხოების ზომების დაცვით, დისტანციითა და მუდმივად დეზინფიცირებული გარემოთი. სხვა გზა მათ უბრალოდ არ აქვთ, რადგან წინააღმდეგ შემთხევაში ბიზნესი გაჩერდება.

ახალ რეალობასთან მორგება ძვირიც ჯდება, რადგან მაგალითად ბრენდული სასტუმროები, სტუმრებს სანიტაიზერების შეკვრის პარალელურად, ცნობილი ადგილობრივი დიზაინერების მიერ შექმნილ პირბადეს ჩუქნიან. თუმცა თავად ინტერიერ-ექსტერიერიც სრულად მორგებულია პანდემიას. მაგალითად გიგანტურმა ქსელმა Marriott International-მა, რომელიც 7 300 სასტუმროს მართავს მთელს მსოფლიოში, სპეციალური კომისია შექმნა და დაახლოებით 200 პროტოკოლი შეიმუშავა. ასევე უსაფრთხო სტანდარტების დასანერგად თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოიყენეს, მათ შორის ახლა იტესტება ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციის ეფექტიანობა. გარდა ამისა, “შვედური მაგიდის” პრინციპით სტუმრების გამასპინძლების ეპოქა მსოფლიოში უკვე დასრულებულია.

რაც შეეხება სანაპიროებს, წელს ისინი სოციალური დისტანციის ვალდებულების გამო, უჩვეულოდ დაცლილი იქნება, ხოლო დამსვენებლებს ადგილის წინასწარი დაჯავშნა მოუწევთ. მზის აბაზანების მოყვარულებს კი გარუჯვის დროს პირბადის მოხსნა ეკრძალებათ და მის გარეშე მხოლოდ ზღვაში შესვლა არის დასაშვები.

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთმანეთთან მიმოსვლა 15 ივნისიდან დაიწყეს, ხოლო 1 ივლისიდან საზღვარი სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც იხსნება, თუმცა მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მსოფლიო ტურიზმის 50% სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ხოლო დაახლოებით 100 მილიონი დასაქმებული, სწორედ ამ სექტორზე მოდის, მაინც ევროპის კარი ყველასთვის მაინც არ იხსნება.

რაც შეეხება 14-დღიან კარანტინს, ზოგიერთი ქვეყანა მათ შორის ესპანეთი და საფრანგეთი იტოვებს უფლებას და თავად გადაწყვეტს გადაიყვანოს თუ არა ტურისტი იზოლაციაში. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად კვიპროსზე, იტალიაში ან პორტუგალიაში, აუცილებელია კოვიდ-ტესტის პასუხის წარდგენა, ხოლო მონტენეგროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას, რომლის სამშობლოშიც დაავადებულთა რაოდენობა არ აღემატება ასი ათას მოსახლეზე 25-ს. ნორვეგიას კი, საერთოდ არც დაუხურია პანდემიის დროს აეროპორტი, თუმცა მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები