მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Forbes: Top-10 ადგილი, რომლის ბუნებრივი სილამაზე მეცნიერულად დადასტურდა

61e15f0eed2de
მარიამ ადამია
15.01.22 00:30
1840

არსებობს თუ არა სტანდარტები და კრიტერიუმები ბუნებრივი რესურსების სილამაზის შეფასებისას?  - კითხვაზე პასუხის მისაღებად, ბრიტანულმა კომპანია Kuoni-მ კვლევა, მსოფლიოს 60 ყველაზე ლამაზ და ბუნებრივ საოცრებად აღიარებულ ტერიტორიაზე ჩაატარა, რისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგია I-Tracking გამოიყენა, ამან საშუალება მისცა მკვლევრებს, გაეგოთ თუ რა იზიდავს ყველაზე მეტად ადამიანის თვალს და ჯამში ათი ადგილი შეირჩა, რომელთა სილამაზე მეცნიერულადაც დადასტურდა. 

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, მეათე ადგილას პუერტო რიკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდებარე ეროვნული ტყე, ელ-იუნკეა, სადაც დაქსაქსული მდინარეების ნაპირებსა და ჩანჩქერებს შორის უნიკალური ხე-მცენარეები და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, თუ ფრინველები ცხოვრობენ.

რეიტინგში მას მოსდევს ჩილე და მარმარილოს გამოქვაბული, რომელსაც მარმარილოს ტაძარსაც ეძახიან და მყინვარის გადაადგილების შედეგად, ანუ თავად ბუნების მიერ დაახლოებით 12 ათასი წლის წინ შექმნილი სილამაზეა, რომელიც წლების განმავლობაში ისევ ბუნებრივი პირობების, ქარისა და წყლის ზემოქმედების შედეგად იცვლებოდა. ასე დაიყო ტერიტორია სვეტებად და გვირაბებად, ხოლო ფერი სეზონების მიხედვით ცვალებადია და მაგალითად გაზაფხულზე ღია ფირუზისფერიდან, ზაფხულში ცისფერ ტონში იცვლება. გარდა ამისა გამოქვაბულების ტიპი და ფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ სეზონზე, არამედ ამინდზეც.

ბუნების კიდევ ერთი საოცრება ფილიპინებში მდებარე, მიწისქვეშა მდინარეა, სადაც ასევე შეხვდებით ავთენტურ თეთრ სანაპიროებს, კირქვის მასიურ კლდეებსა და იშვიათ ფლორასა და ფაუნას, მათ შორის გადაშენების პირას მყოფ ფილიპინელ კაკატუს და მწვანე ზღვის კუებს.

გადავინაცვლოთ უელსში, რომლის ყველაზე მაღალი მთა სნოუდონი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1085 მეტრს უტოლდება ყველაზე ლამაზ ღირსშესანიშნაობად ითვლება. თუმცა გარდა სილამაზისა, ამ ადგილიდან იშლება პანორამული ხედები მთელ ირლანდიაზე.

მეექვსე ადგილზეა კანადა და მისი, ნიაგარას ჩანჩქერი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელი გამყინვარების დროს შეიქმნა. ხოლო 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა და ის გაჩერდა, რაც გამოიწვია არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ჩანჩქერს ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ხუთეულს ახალ ზელანდიაში მდებარე ტეკაპოს ტბა ხსნის, რომელიც სიდიდით მეორე მაკენზის აუზში მდებარე სამ პარალელურ ალპურ ტბას შორისაა. 

მას მოსდევს რეიტინგში იოსემიტის ეროვნული პარკი, აშშ-ში. ტერიტორია ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და ბუნებით: ულამაზესი გრანიტის კლდეები, ჩანჩქერები, მდინარეები და მდიდარია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. წელს იუნესკომ იოსემიტი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ლიდერ სამეულს კი ინლისის, იურული სანაპირო, მალდივებზე მდებარე მეერუს კუნძული და ასევე კანადაში მდებარე პეიტოს ტბაა იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები