#Forbesკვირა - #reachnewmarkets - "აგროლეინის" წარმატებული ზრდა
ქართულმა კომპანიამ, აგროლეინმა. საქართველოში ლურჯი მოცვის გაშენება 2010 წლიდან დაიწყო. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით, არავის ეგონა რომ ეს კულტურა ჩვენ ქვეყანაში გაიხარებდა. "აგროლეინი" იყო ის პირველი კომპანია, ვინც დაამტკიცა, რომ ქართულ მიწაზე ხარისხიანი, მაღალი გემოვნური თვისებების მქონე მოცვის მოყვანაა შესაძლებელი. მოგვიანებით, პლანტაციებთან ახლოს მოცვის გადამამუშავებელი საწარმოც აამოქმედეს, რომლის წლიური წარმადობაც 200 ტონას შეადგენს. კომპანია აქტიურად მუშაობს საექსპორტო მიმართულებითაც, მთავარი საექსპორტო ბაზარი კი, არაბეთის გაერთიანებული საამიროებია, სადაც წლებია, უმსხვილეს სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობენ.
➡ გიორგი ღვინიაშვილი - "აგროლეინის" დამფუძნებელი;