#Forbesკვირა - როგორ ვითარდება მიტანის სერვიასის ბაზარი?
BM.GE
04.10.21 01:52
• 429
საქართველოში საკვების მიტანის სერვისის ბაზრის ზომამ 2020 წელს 167 მილიონი ლარი შეადგინა. საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა ელექტრონული კომერციისა და საკვების მიტანის სერვისის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ამ ბაზარზე ბუმი იყო, რის შედეგადაც კომპანიების ბრუნვა გასამმაგდა და მან ჯამში, 167 მილიონ ლარს მიაღწია. სექტორის შემოსავლის 95%-ი ორ კომპანიაზე, Wolt-ზე და Glovo-ზე ნაწილდება. პრობლემა ბევრია, რადგან მათ ორ მხარეს, მომხმარებელსა და რესტორნებს შორის შუამდგომლის პოზიციაში ყოფნა უწევთ. ამასთან ცდილობენ, ბაზრის სიახლეებს, ქვეყანაში ონლაინ კომერციის განვითარებას ფეხი აუწყონ და ერთამნეთთან ჯანსაღი კონკურენცია ჰქონდეთ.