#Forbesკვირა -მილიარდერი ჯეიმს საიმონსი იახტით ბათუმს სტუმრობს
BM.GE
10.07.23 00:20
• 111
ბათუმის პორტში დგას მილიარდერ ჯეიმს საიმონსის კუთვნილი ხომალდი "არქიმედე". ხომალდი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მისი სიგრძე 68 მეტრს შეადგენს. ჯეიმს საიმონსი განათლებით მათემატიკოსია. ვიეტნამის ომის დროს, ის აშშ-ის არმიისთვის კოდების გამტეხად ანუ ჰაკერად მუშაობდა. გამოცემის თანახმად, 85 წლის მილიარდერი ამჟამად თავადაც ბათუმში იმყოფება. Forbes-ის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, საიმონსის ქონება 28 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითაც ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 52-ე ადგილს იკავებს. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. ის არის ამერიკის ისტორიაში მათემატიკის მიმართულები უმსხვილესი ფილანტროპი.2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ქველმოქმედებისთვის 4 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული.