ამერიკული Forbes-ი Formula 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების შესახებ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, Formula 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების Top-10-ის ლიდერია Ferrari, რომლის ღირებულებამ გასულ წელს 1,35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო თავად Ferrari-მა 426 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
გავლენიანი გამოცემის მიხედვით, მას მოჰყვება Mercedes-ი, რომლის ღირებულებაც 1.15 მილიარდი დოლარია, მისი ფასი გასულ 2 წელთან შედარებით თითქმის 46%-ით გაიზარდა. 2019 წელს გუნდმა 451 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
Red Bull Racing-ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების პირველ სამეულს ასრულებს. გუნდის ამჟამინდელი ღირებულება 640 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიამ 327 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
Formula 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდების Top-10 სრულად ასე გამოიყურება:
1. Ferrari $1,35 მილიარდი
2. Mercedes $1,015 მილიარდი
3. Red Bull Racing $640 მილიონი
4. McLaren $620 მილიონი
5. Renault $430 მილიონი
6. Williams $400 მილიონი
7. Toro Rosso $200 მილიონი
8. Racing Point $130 მილიონი
9. Haas F1 $115 მილიონი
10. Alfa Romeo $105 მილიონი