მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის და ბათუმის პორტების ტვირთბრუნვა გაიზარდა

63e64d20f3063
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.23 00:05
1299
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2022 წელს 12.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 12.8%-ით მეტია (11.0 მილიონი ტონა). მათ შორის 2022 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 477,094 TEU, რაც 2021 წელთან შედარებით 18.9%-ით მეტია (401,386 TEU).

კონკრეტული პორტების მიხედვით, ტვირთბრუნვა ასე ნაწილდება:

• ფოთის საზღვაო ნავსადგური: 2022 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 7.7 მილიონი ტონა, რაც 2021 წელთან შედარებით 9.0%-ით მეტია (7.1 მილიონი ტონა). მათ შორის 2022 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 357,623 TEU, რაც 2021 წელთან შედარებით 18.3%-ით მეტია (302,213 TEU).

• ბათუმის საზღვაო ნავსადგური: 2022 წლის წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.7 მილიონი ტონა, რაც 2021 წელთან შედარებით 19.7%-ით მეტია (3.9 მილიონი ტონა). მათ შორის 2022 წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 119,471 TEU, რაც 2021 წელთან შედარებით 20.5%-ით მეტია (99,173 TEU).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები