მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრანგ ინფლუენსერებს კრიპტოვალუტების რეკლამირებისთვის ლიცენზიის აღება მოუწევთ

კრიპტო ინფლუენსერი

საფრანგეთის მთავრობამ ინფლუენსერების და ცნობილი სახეებს რეგულირების გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბრიდან მოყოლებული, კრიპტოაქტივების და სხვა სახის ფინანსური პროდუქტების რეკლამირებისთვის ინფლუენსერებს სპეციალური ლიცენზიის აღება მოუწევთ.

სახელმწიფოსგან ნებართვის ასაღებად აუცილებელია, რომ ინფლუენსერმა ფინანსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებით შემეცნებითი კურსი გაიაროს და შემდეგ გამოცდა ჩააბაროს, რის საფუძველზეც ის ლიცენზიის მოპოვებას შეძლებს.

კანონის ინიციატორთა განცხადებით, ინფლუენსერთა ნაწილს არ აქვს სათანადო ცოდნა და განათლება თაღლითური პროექტების ამოსაცნობად, ამიტომაც ისინი მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.

ლიცენზიის მოპოვების გარდა, ინფლუენსერებს წესების დაცვა მოუწევთ და მათ აღარ შეეძლებათ სწრაფ გამდიდრებასთან დაკავშირებით არარეალისტური დაპირებების გავრცელება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები